თემა.
|
სინათლის მოვლენები
|
პროექტის მიზანი.
|
როგორ ვრცელდება სინათლე ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში . რატომ
ხდება მთვარისა და მზის დაბნელება.როგორ წაროიქმნება ჩრდილი და ნახევარჩრდილი.
|
საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.
|
კლას დავყოფ ჯგუფებად (3-4 კაცი) თითეული ჯგუფი მოამზადებს თავიანთ საპრეზენტაციო
კუთხეს. კედელზე გააკრავენ შესაბამის თემატურ პლაკატებს და მოამზადებენ ტექნიკუტ
საშუალებებს. მაგ. კომპიუტერს, საპროექციო აპარატს ან პროექტის მსვლელობის დროს დაგეგმილ
ცდას მომზადებენ.
|
პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში.
|
პირველი ჯგუფი წარმოადგენს პროექტს,რომლის მიზანია მზისა დამთვარის დაბნელების
გამომწვევი მიზეზების ახსნა და ამ მოვლენათა თანმდევი მოვლენების გამოკვლევა.ჩრდილისა
და ნახევრად ჩრდილის წარმოქმნა.
მეორე ჯგუფიწარმოადგენს პროექტს, რომლის მიზანია გაარკვიოს თურატომ ბნელდება
მზე.
მესამე ჯგუფი წარმოადგენს პროექტს,თუ რატომ ბნელდება მთვარე.
|
აქტივობების განხორცილება
|
შესავალი-(3წთ)
საოცრად ლამაზი სანახაობაა მზის სრული დაბნელება.როგორც კი მტვარე მზეს
დაფარავს,მთვარის ჩაბნელებული დისკოს გარშემო ოქროსფრად მოელვარე მზის გვირგვინი
ჩნდება.მზის სრული დაბნელება დედამიწის სხვადასხვა ადგილას წელიწადში ერთხელ ხდება.ერტი
დაიმავე ადგილას კი 200-300 წელიწადში ერთხელ.
ჯგუფებს მივცემ პრობლემურ კითხვებს.რა მოხდება,თუ მთვარე დედამიწის გარშემო
მოძრაობისას დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება?(იხილეთ ნახაზი წიგნიდან)
როგორ გგონიათ დავინახავთ თ არა ამ დროს მზეს თუ ვიმყოფებით 1.ჩრდილსი
2.ნახევარჩრდილში.
დაფიქრდი.რა მოხდება ,თუ დედამიწის გარშემო მთვარის მოძრაობისას მთვარესა
და მზეს შორის დედამიწა აღმუჩნდება.(იხილეთ ნახაზი წიგნიდან).
როგორ წარმოგიდგენიათ მთვარის სრული დაბნელება?
დაინახავთ თუ არა ამ დროს მთვარეს.
შეიძლება გაგიკვირდეს მაგრამ ამ დროს მთვარე ჩანს.თანაც გასაოცარი უჩვეულო
მოწითალო ფერის სახით! რატომ?
|
პირველი ჯგუფის პრეზენტაცია(14წთ)
|
სინათლე ერტგვაროვან გარემოში წრფივად ვრცელდება.სწორედ სინათლის წრფივი
გავრცელების გამო წარმოიქმნება ჩრდილი და ნახევარჩრდილი.
ჯგუფი ატარებს ცდას.ცდისთვის საჭიროა:წერტილოვანი სინათლის წყარო,რომლის
ზომები გაცილებით პატარაა ა)იმ სხეულთან შედარებით რომლის განათებაც ხდება. ბ)იმ
მანძილთან შედარებით,რა მანძილითაც სხეულია დაშორებული სინათლის წყაროდან.(იხილეთ
ნახაზი წიგნიდან)
სინათლის სხივები (ს)წყაროდან ყველა მიმართულებით ვრცელდება მაგრამ დაბრკოლებას(ბურთს)ვერ
შემოუვლის,ამიტომ ეს არის ბურთის ჩრდილი რომელიც ნახაზზე მუქი წრის სახითაა გამოსახული.
ნახევარ ჩრდილის მიღება.ცდისთვის საჭიროა:სინათლის არა წერტილოვანი წყარო.მაგ.დიდი
ზომის ნათურა,თეთრი ნათურა,გაუმჭვირვალე პატარა(ჩოგბურთის)ბურთი.(იხილეთ ნახაზი წიგნიდან)
სინათლის სხივი ყველა მიმართულებით თანაბრად ვრცელდება ამიტომ დიდი სინათლის
წყაროდან წამოსულმა სხივმა ეკრანზე მოგვცა (აბ)ნახევარჩრდილი.ე.ი.ბურთი ნაწილობრივ
განათებულია
მუქი ჩრდილი-რომელზეც სინათლის სხივი საერთოდ არ ხვდება.
სწორედ ჩრდილისა და ნახევარჩრდილის შესწავლამ მოგვცა შესაძლებლობა დაგვედგინა მზისა და მთვარის დაბნელების
ახსნა.
|
მეორე ჯგუფის პრეზენტაცია(14წთ)
|
მზის დაბნელება ხდება მაშინ როცა მთვარე დედამიწის გარშემო მოძრაობისას
დედამიწასა მზეს შორის აღმოჩნდება.ის დაფარავს მზეს მთლიანად ან ნაწილობრივ და ამ
დროს დედამიწას მთვარის ჩრდილი ან ნახევარჩრდილი დაეცემა და მოხდება მზის დაბნელება.(იხილეთ
ნახაზი წიგნიდან).
|
მესამე ჯგუფის პრეზენტაცია (14წთ)
|
მთვარის დაბნელება ხდება მაშინ,როცა დედამიწის მზის გარშემო მოძრაობისას
დედამიწა მზესა და მთვარეს შორის ჩადგება.როცა მთვარე დედამიწის ჩრდილში შევა,ხდება
მთვარის სრული დაბნელება.თუ მთვარე დედამიწის ნახევარჩრდილში გაივლის,მაშინ მთვარის
ნაწილობრივი დაბნელება ხდება.(იხილეთ ნახაზი წიგნიდან).
მთვარის სრული დაბნელებისას ის შავი დისკოს სახით კო არ ჩანს ცაზე, არამედ
მოწითალო ფერი დაჰკრავს.ეს იმითაა გამოწვეული,რომ მზის სინათლე დედამიწის ატმოსფეროში
გარდატყდება და მთვარეს გაანათებს.
ჯგუფებმა ერთმანეთს შეიძლება დაუსვან კითხვები.
მოსწავლეები აფასებენ თანაკლასელების ნაშრომს .აღნიშნავენ რა მოეწონათ.რა
არ მოეწონათ.
ამის შემდეგ მასწავლებელი აკეთებს კომენტარს.
|
პროექტის შემაჯამებელი შეფასება
|
1-3ქულა
იყენებს მხოლოდ საკუთარ ინფორმაციას,მასალა არ არის საკითხის შესაბამისი,მასალა
არ არის სწორად ორგანიზებული ვერ იყენებს მოძიებულ მასალას მიზნობრივად.
4-5 ქულა
იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოს ინფორმაციას,მასალა ნაწილობრივ შეესაბამება
საკითხს. მასალა ნაწილობრივ ორგანიზებულია.ნაწილობრივ იყენებს მოძიებულ მასალას.
6-7 ქულა
იყენებს მხოლოდ რამდენიმე საინფორმაციო წყაროს,მასალა ძირითადად შეესაბამება
საკითხს.მასალა ორგანიზებულია მაგრამ რთულად აღსაქმელი.ძირითადად იყენებს მოძიებულ
მასალას.
8-10ქულა
იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს.მასალა სრულად შეესაბამება
საკითხს.მასალა კარგად დამოსახერხებლად არის ორგანიზებული.მიზნობრივად იყენებს მოძიებულ
მასალას.
|
Friday, July 26, 2013
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment